9bit ინფორმაციული ტექნოლოგიები, დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი...
 
  •  

    HRinfo არის online მონაცემთა ბაზა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს ერთმანეთში გაცვალონ ინფორმაცია არაკეთილსინდისიერ თანამშრომლებთან დაკავშირებით.

     

    თქვენ გეძლევათ საშუალება დაიცვათ საკუთარი თავი, ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებმაც წინა სამსახურში მიითვისეს ან გაფლანგეს ორგანიზაციის ფინანსური ან მატერიალური რესურსი. თქვენ შეგიძლიათ როგორც პირადად განათავსოთ ინფორმაცია ამ ადამიანებზე ბაზაში, ასევე იხილოთ სხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილი პიროვნებებიც, კონკრეტულად კი, რა დაწესებულებაში ჩაიდინა ამა თუ იმ პიროვნებამ დანაშაული და დეტალური ინფრომაცია იმაზე თუ რა დააშავა

     

    - ერთის მხრივ,  თქვენ გეძლევათ საშალება განათავსოთ არაკეთილსინდისიერი თანამშრომელი ბაზაში, სადაც მას იხილავენ სხვა მსგავს დარგში მომუშავე კომპანიები და ხელს შეუშლით მას შემდგომ დასაქმებაში.

     

    - მეორეს მხრივ, თქვენ იძენთ მონიტორინგის ინსტრუმენტს, რაც იძლევა საშუალებას სამსახურში აყვანისას პიროვნების გადამოწმებას (აქვს თუ არა მითვისებული ფული, გაფლანგა თუ არა ორგანიზაციის მატერიალური რესურსი და ა. შ.) და იზღვევთ თავს პოტენციული ზარალისგან.

     

    - მესამეს მხრივ, თქვენ იძენთ დისციპლინარულ ინსტრუმენტს, რომელიც აცნობებს თანამშრომლებს, რომ არაკეთილსინდისიერი საქმიანობის შემთხვევაში მოხდება მისი განთავსება HRinfo-ს სიაში, რაც შესაძლოა ხელს შეუშლის მას

    შემდგომ დასაქმებაში.

    - საშეღავათო პერიოდი და ხელმისაწვდომი ფასი

    - ამცირებთ დროსა და პროცედურებს, რომელსაც გადიხართ კანდიდატის აყვანის წინ

    - გამოსაყენებადია ნებისმიერი დარგისა და მიმართულებისთვის

    - მონაცემთა ბაზის ინტერფეისი არის იოლად აღსაქმელი და მარტივად გამოსაყენებელი

    - ხდებით ერთადერთი მსგავსი სერვისის მომხმარებელი საქართველოს მაშტაბით

    დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ საიტს www.HRinfo.ge

ჰოსტინგი Serv.Ge